მისია
ჩვენი მისიაა სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, უსაფრთხო და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემების შექმნაში.
აკრედიტაციისთვის საჭირო პროცესების:
დაგეგმვა
დანერგვა
უწყვეტი გაუმჯობესება
პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება
ტრენინგები
რათა პარტნიორ კლინიკებმა განახორციელოს მაღალსტანდარტული, უსაფრთხო და ეფექტური სამედიცინო მომსახურების გაწევა.
ხედვა
ჩვენი ხედვაა რეგიონში ჩამოვაყალიბოთ წამყვანი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ხარისხზე ორიენტირებული მიდგომებითა და მაღალი ხარისხის ექსპერტიზით ხელს შეუწყობს სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო სტანდარტების—მათ შორის JCI, ISO, AACI და სხვა მოთხოვნების—დაკმაყოფილებასა და წარმატებით დანერგვას.
პოლიტიკა
შპს „მედსტანდარტ კონსალტინგი“ უზრუნველყოფს კომპანიებისა და სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერას საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევის პროცესში, მათი მართვის სისტემების გაუმჯობესებას, ფუნდამენტალური პროცესების გაძლიერებას, მომხმარებლის უსაფრთხოების ამაღლებასა და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობას.
კომპანია სთავაზობს მაღალი ხარისხის, სანდო და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც ხორციელდება ორგანიზაციის ინდივიდუალური საჭიროებების, საქმიანობის სფეროსა და განვითარების ეტაპის გათვალისწინებით.
შპს „მედსტანდარტ კონსალტინგის“ საკონსულტაციო საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
კლინიკებისა და კომპანიების საჭიროებების შეფასებას და ანალიზს;
ინდივიდუალურად მორგებული საკონსულტაციო მომსახურებების შემუშავებასა და განხორციელებას (ISO 9001:2015, AACI და სხვა შესაბამისი სტანდარტები);
მონოპროფილური და მცირე სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერას საერთაშორისო აკრედიტაციისა და სერტიფიკაციის პროცესში;
ხარისხის მართვის სისტემის დოკუმენტაციის შემუშავებას, დანერგვასა და შემოწმებას ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
პერსონალის ტრენინგებს, ცნობიერების ამაღლებასა და კომპეტენციის განვითარებას;
შიდა და საკონსულტაციო აუდიტების ჩატარებასა და შესაბამისობის შეფასებას;
აკრედიტაციისა და სერტიფიკაციის შემდგომ მონიტორინგსა და გაუმჯობესების რეკომენდაციების მიწოდებას.
შპს „მედსტანდარტ კონსალტინგი“ ვალდებულია განუწყვეტლივ გააუმჯობესოს საკონსულტაციო მომსახურების ხარისხი, დაიცვას ეთიკური პრინციპები, უზრუნველყოს ობიექტურობა და კლიენტების საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომა.
ჩვენი სერვისები
ჩვენ შესახებ
მედსტანდარტ კონსალტინგი არის სამედიცინო სფეროზე სპეციალიზებული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეხმარება კლინიკებსა და ჯანდაცვის ორგანიზაციებს ხარისხის მართვის სისტემების დანერგვაში, პროცესების გაუმჯობესებასა და აკრედიტაციისთვის მომზადებაში. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, მაგრამ პრაქტიკული მიდგომებით, რომლებიც მორგებულია საქართველოს და საერთაშორისო რეგულაციებს და სტანდარტებს.
Follow us on social
დაგვიკავშირდით
გსურთ აკრედიტაციისთვის მზადება ან ხარისხის სისტემის გაუმჯობესება?
დაგვიკავშირდით დღესვე და დავგეგმოთ თქვენი ორგანიზაციის შემდეგი ნაბიჯი.
med@medstandard-org.com
(+995) 577 930003